სასწავლო პროექტის გეგმა


1. პროექტის სახელწოდება: ,,სამშობლოდაკარგულები’’
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები პროექტის ფარგლებში გაეცნობიან უსამშობლოდ დარჩენილი ქართველების ბედს, მოიძიებენ დამატებით მასალას და დააკავშირებენ თანამაედროვეობასთან;
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ისტორიულ ეპოქას და დაუკავშირებენ მას თანამედროვე რეალობას;
4. პროექტის მიზნები: აღნიშნული პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გამოიმუშავონ ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარი, გაეცნონ მხატვრულ-დოკუმენტურ მასალას, მოამზადონ კედლის გაზეთები, გაეცნონ სხვადასხვა ისტორიულ ეპოქას და პარალელი გაავლონ თანამედროვე ისტორიულ რეალობასთან;
5. მონაწილეთა ასაკი:11-12 წელი;
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე;
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები განივითარებენ არგუმენტირებული მსჯელობის, პარალელების გავლების, ინფორმაციის მოძიება-დახარისხების უნარებს; მოამზადებენ პრეზენტაციებს; შექმნიან საკუთარი შემოქმედების ნიმუშებს: ლექსებს, თემებს, ილუსტრაციებს;
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახეკლმძღვანელო, დაფა, ფერადი ფორმატები, ფოტომასალა, კომპიუტერი, ინტერნეტი,  მეხსიერების ბარათი, მარკერები, კალამი, ფანქრები, დამატებითი ლიტერატურა;
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პროექტის საწყის ეტაპზე მოსწავლეებს მიეცათ სარეკომენდაციო ლიტერატურა და კონკრეტული მითითებები. მათ უნდა ემუშავათ სახელმძღვანელოს პირველი თავის ,,მშობელ მიწაში მიდგას ფესვები’’(,,მამელუქი’’, ,,გამარჯობა აფხაზეთო შენი’’, ,,ვუმღერ სამშობლოს’’, ,,ბერიკაცი და ჩვენებური მტრედები’’, ,,ქაფურის ხეების სითბო’’, ,,ომი ქართულად მეტყველებდა, საქართველოს’’ ,,მითხარ, როგორაა მემლექეთი’’და ა.შ) თავმოყრილი თემების გათვალისწინებით. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, აირჩიეს ჯგუფის ხელმძღვანელი და გადაინაწილეს შესასრულებელი დავალებები;
ყოველი კვირის ბოლოს მოსწავლეებისგან ვღებულობდი დეტალურ ანგარიშს შესრულებული სამუშაოს  ეტაპებთან დაკავშირებით, რასაც ვინიშნავდი და თავს ვუყრიდი ჩანაწერების სახით.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამუშავეს კ. თათარაშვილის ,,მამელუქი’’, მოიძიეს ლექსები აფხაზეთზე, დაამზადეს კედლის გაზეთები, მოიძიეს შესაბამისი ფოტომასალა, პუბლიცისტური წერილები, ისტორიული ფაქტები, შეაგროვეს მონაცემები ახლობლებისგან საქართველოს უახლეს ისტორიასთან დაკავშირებით, მოიძიეს პატრიოტულ თემაზე შექმნილი მუსიკა და ლექსები, შექმნეს ილუსტრაციები; შექმნეს თემები და საკუთარი ლექსები უსამშობლოდ დარჩენილი ადამიანის განცდებზე, შექმნეს საკუთარი ლექსები  და დაუკავშირეს ერთმანეთს უსამშობლოდ დარჩენილი ქართველი მამელუქები, ემიგრაციაში მყოფი ქართველი პატრიოტები და აფხაზეთს მოწყვეტილი ჩვენი თანამემალუნი;
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი
ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელებ
ქართ. V. 5. მოსწავლეს შეუძლია სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და გამოყენება
ქართ. V. 7. მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების (საყმაწვილო ჟურნალების, დარგობრივ-შემეცნებითი სტატიების, სხვადასხვა შინაარსის ცნობარების, ინტერვიუებისა და სხვ.) წაკითხვა და გააზრება
ის ტექნ. V.5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
ინდიკატორები:
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ü  გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაციო ტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად/უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.);
ü  ისმენს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო ტექსტებს და ერთმანეთისაგან განარჩევს ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს)
ü  ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
ü  ინფორმაციისა და ციფრული მასალის ძიებისას იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს (მაგალითად: შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება, ეფექტიანად იყენებს საძიებო სისტემის ინტერფეისს);
ü  ინფორმაციის სანდოობის დასადგენად, ადარებს სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თინა ღურჯია
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tiizaa1623@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: tinatin16.blogspot.com

No comments:

Post a Comment